4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიაზე: თავად ნაცებს ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსზე ისაუბრა.

ფოჩხუას თქმით, ბუჩუკურს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ მისი პარტიაა “ნაციონალურ მოძრაობასთან”ალიანსში რამდენიმე ქალაქში.

“გახარიას გოგოს, ანას მინდა შევახსენო, რომ როდესაც ახსენებს სიტყვა “ნაც-ქოცურს”, არ დაავიწყდეს რომ მისი, ანუ გახარიას პარტია დღეს ალიანსში და კოალიციაშია ნაცმოძრაობასთან შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ… ამიტომ არ უნდა გავატაროთ ეს უტიფრობა არასოდეს, თავად ნაცებს ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ…”- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.