4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

შეხვედრაზე  საქართველოს და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე რეფორმების პროგრესს.

ელჩთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებსა და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ფრანგ დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე, აგრეთვე, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, 
ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.