4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი ისრაელის და ირანელი მოქალეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, კლასიკური ნიმუშია დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და გარდაცვლილთა სამძიმარს შეეხება.

როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, მთავრობის ტექსტი დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი “ქეისია”, ვინაიდან ის არის დაბალანსებული, ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კლასიკური ნიმუში.

“საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი მიმდინარე ომში ისრაელის და ირანელი მოქალეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, არის კლასიკური ნიმუში დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა.

დაახლოებით 14 წელი ვიყავი ჟურნალისტი, მას შემდეგ აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკას როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული განცხადება არასოდეს წამიკითხია.

დიპლომატიის სახელმძღავნელოებში შესატანი ქეისია!” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.