4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნატო: ალიანსის წევრები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინას მიაწოდონ რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას ნატოს გავლით მიაწვდის იარაღს.

კერძოდ, ალიანსის პრესმდივანმა, ელისონ ჰარტმა განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

„ალიანსის წევრები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინას მიაწოდონ რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა. ეს მოიცავს გადაუდებელ ძალისხმევას შეერთებული შტატებიდან ძირითადი მარაგების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად“, – აღნიშნა ელისონ ჰარტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.