4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: 1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საბჭოთა ოკუპაციის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში.

„1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად. სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა.

პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.

დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.