4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მის გამოსაჯანმრთელებლად ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს.

„რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.