4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია

მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადაა.

„მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი ნამდვილი პატრიოტია და ვუსურვებ, რომ მისი ლიდერობის პირობებში ჩეხეთი კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს ჩეხი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველო მზადაა ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.