4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, განიხილეს შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, ადამიანთა განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაა.

კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ სესიებში, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.