4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხეილ სააკაშვილი: ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის

ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე, გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.

იმედია, „ლელო“ დარწმუნდა, რომ ე.წ. არჩევნებით ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.

ყველაფრის მიუხედავად, ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე“, – წერს „ფეისბუქზე“ ექსპრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.