4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მიხაილ როთი – ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს

ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას.

“ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ ევროკავშირისკენ ამ უზარმაზარ ნაბიჯს. რაოდენ ისტორიული გადაწყვეტილებაა! ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი არა უბრალოდ კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს”, – წერს როთი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.