4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მეთიუ მილერი: შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან

“შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”, – აღნიშნულის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

გთავაზობთ მეთიუ მილერის პოსტს სრულად:

“აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.

ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ.

ამიტომ, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.