4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მარტვილში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისაა და რეგიონებში პარაკლისი და საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ოჯახის წევრებთან ერთად 12 საათზე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრნენ, სადაც აღესრულა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. შემდეგ კი სასულიერო პირების წინამძღოლობით მოეწყო საზეიმო მსვლელობა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლისკენ, სადაც სასულიერო პირებმა და მუნიციპალიტეტის მერმა მრევლს სიტყვით მიმართეს, დღევანდელი დღე მიულოცესა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.