მამუკა მდინარაძე-სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას

„მანამ, სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალები, არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ იმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სერიოზულად განიხილება თუ არა ის საკითხი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მომდევნო რამდენიმე წელიწადი, მართლაც შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას და არ დავაღუპვინებთ ამ ქვეყანას“.

„როგორც კი ჯანსაღი ძალები, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელზეც ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ დავალებებით კი არ მოქმედებენ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმ წუთას შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ოპოზიციაში. ჩემი აზრით ერთ წელიწადშიც ძალიან რთულია, რომ მოხდეს. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...