4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე: პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა, ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი

იორგი გაბიტაშვილი ჩვენთვის, არავისთვის უცხო არ არის, იმიტომ რომ, დიდი ხანია პროკურატურაში მუშაობს, ბევრი წელია მუშაობს და მისი პროფესიონალიზმის შესახებ დღეს არ გაუგია იმ წრეს, განსაკუთრებით იურისტებისას, ვინც რაიმე სახის შეხებაში მაინც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პატიოსნება და პროფესიონალიზმია ის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გაბიტაშვილი აღნიშნულ პოსტზე შეირჩა.

“მისი შერჩევის კრიტერიუმი, ბუნებრივია, არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება. სხვათა შორის, ამას მე ხაზს უსვამ და შემთხვევით არა – პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა და გულწრფელად მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭომ მისი კანდიდატურა წარმოადგინა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გაგვჭირვებია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, მე მას ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 80 ხმით დაამტკიცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.