4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე: ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულებაა. ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშა და გერბიც არის დატანილი. ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამეს გააკეთებენ

ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საფეხბურთო ნაკრების მაისურზე, რომელზეც „კალაძე“ აწერია, ფეხით გათელვის შეფასებისას.

„სხვათა შორის, ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშა და გერბიც არის დატანილი. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამეს გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისათვის გერბზე, დროშაზე და ნაკრების მაისურზე ფეხით სირბილი არის ძალიან ცუდი რამ, რბილად რომ ვთქვათ. ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.