4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე: იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ

იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ, – დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

მდინარაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის ქვეყნების შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს.

„იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ როგორც ჩანს.

მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და „ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება? – გაბრაზებული სახით მეკითხება“, – წერს მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.