4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე: გუშინ ისეთი დღე იყო, შეუძლებელია არ ასრულდეს ქართველი ხალხის ოცნება ევროპული მომავლის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ღირსეული წინსვლისა და საბოლოო ჯამში მომავალი თაობის ბედნიერების შესახებ

ღირსეულო და ამაყო ქართველებო, ყველას გილოცავთ გუშინდელ დღეს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ერით, ჩვენი იდენტობით, ჩვენი სამშობლოთი – ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე განაცხადა.

„გუშინ ისეთი დღე იყო, შეუძლებელია არ ასრულდეს საქართველოს, ქართველი ხალხის ოცნება ევროპული მომავლის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ღირსეული წინსვლის, განვითარების, შერიგებისა და საბოლოო ჯამში მომავალი თაობის ბედნიერების შესახებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.