4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეების დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაპირისპირებაზე: ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ – ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, დეკანოზ შალვა კეკელიასთან საპროტესტო აქციის რადიკალი მონაწილეების დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში აფასებს.

მდინარაძის განცხადებით, ერთან მებრძოლი ძალისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ისინი ვეღარასოდეს გაიმარჯვებენ საქართველოში.

“ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია…

ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ!
ვეღარასდროს!

ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს!

ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!” – წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.