4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე – არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც ვიღაცები ლგბტ პროპაგანდის ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ბოლო კვლევები ნახეთ – აშშ-ში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 20% ამბობს, რომ მიეკუთვნება სექსუალურ უმიცრესობას, საფრანგეთში – 22 %

დღეს, ტრენდია თითქოს და ძალიან მოდაში შემოვიდა ლგბტ პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს, არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცები ლგბტ პროპაგანდის რაღაც ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ბოლო კვლევები ნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო კვლევებს მონაცემებით დასტურდება, რომ ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, საზოგადოებამ ამ შედეგების შესახებ უნდა იცოდეს.

„სამწუხაროდ, აშშ-ში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს, რომ მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას. საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, ამავე ასაკის ახალგაზრდების 22% საუბრობს ამაზე. ხომ ვამბობდით ჩვენ, რომ თითქოს, პროპაგანდა არანაირ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას, რეალურად, ამ ზიანს აყენებს. უნდა ვუთხრათ საზოგადოებას რომ დიახ, ლგბტ პროპაგანდამ ქნა ის, რომ საფრანგეთში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 22 % თავის თავს აიდენტიფიცირებს სექსუალურ უმცირესობად, როცა წინა თაობაში, ე.წ. „მილენიალებში“ ეს იყო 10%-მდე მაქსიმუმ, უფრო წინა თაობაში ეს იყო 2-2,5%-3%.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.