4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს – სამუშაოები მინისტრმა მოინახულა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

,,ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტია 6 628 698 ლარი.

თეა წულუკიანთან ერთად ბაზის მშენებლობა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა გერონტი ცინდელიანმა, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა – ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ემზარ მალანიამ, აკადემიური ნიჩბოსნობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ბუჯიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა პაატა გუნიამ მოინახულეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები