4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკრონმა საფრანგეთის თავდაცვის ხარჯების გაორმაგება დაგეგმილზე 3 წლით ადრე გადაწყვიტა

საფრანგეთი თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას 2027 წელს, დაგეგმილზე სამი წლით ადრე აპირებს. ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, გადაწყვეტილება პარიზში, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.

„შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი 2027 წლისთვის გაორმაგდება და 64 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს აუცილებელია ბოლო თვეების მოვლენების გათვალისწინებით – ირანის დაბომბვა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებები, უკრაინისადმი ამერიკული მხარდაჭერის აღმავლობა და ვარდნა, სავაჭრო ომი მოკავშირეებს შორის. ჩვენ ბირთვული ფენომენის დაბრუნების და მსხვილი კონფლიქტების გავრცელების მომსწრენი ვართ“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე განმარტა, რომ ბიუჯეტის ზრდა მეტი ეკონომიკური აქტივობისა და წარმოების ხარჯზე დაფინანსდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.