4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა

ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, არის ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარება იმ ფაქტების, იმ პოზიციების, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ს მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში დონორების თანხების სწორად თუ არასწორად გამოყენების საკითხს.

„ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობდით ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე, იმ უარყოფით როლზე, რა როლსაც თამაშობდნენ სხვადასხვა დამფინანსებლები საქართველოში და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ხდება იგივე საკითხებზე საუბარი ვაშინგტონში და არამხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.