განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანისმონაწილეობით მიმდინარეობს დამნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენიქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილმა პრემიერ–მინისტრ ირაკლიკობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზესაუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებშიგაიმართა საქართველო–აზერბაიჯანისეკონომიკური თანამშრომლობისმთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და ხაზიგაუსვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას.
„დღეს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიისმე-10 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანიფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაცხელმძღვანელობენ პრემიერ–მინისტრები ორივემხრიდან და მასში მონაწილეობა მივიღეთმინისტრებმა, სხვადასხვა სექტორულიმიმართულებებით. განვიხილეთ ყველა ისმნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორისარის. აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობებიუმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა არის პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთთანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკურიმიმართულებით, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობასმისცემს ჩვენს ქვეყნებს, საუკეთესოდ შეასრულონის როლი, რაც აქვთ რეგიონში. განვიხილეთყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაცსაქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობითმიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელირეგიონისთვის, უფრო ფართო რეგიონისთვის. კიდევ უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთურთიერთობას, რათა გაძლიერდეს როგორცსაქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლი იმსატრანზიტო პროექტებში, რომელიც უკვედაგეგმილია და რომელიც მომავალში შეიძლებადაიგეგმოს,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








