4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლიზა გეგეჭკორი: ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან – გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ-მეთქი

ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც სანაია 14-დღიანი პატიმრობიდან გამოვამ თუ იმავეს გააგრძელებს, შესაძლოა, დღეებიდან თვეებზე ან წლებზეც კი გადავიდეს, ვინაიდან, ყველას მოუწევს, რომ საქართველოს და მის კანონებს პატივი სცეს.

“რომ გამოვა თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან და თუ ძალიან „წარმატებული“ იქნება, შეიძლება დღეებიდან თვეებზეც გადავიდეს, შემდგომში კი წლებზე. გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ თქო, საკმაოდ მყარი საფუძველი გაქვთ, რომ ეს დაიჯეროთ და განსაკუთრებულად ურწმუნოებს წარმატებებს გისურვებთ ზაფხულის „პაესტკებში“ საკნისკენ,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.