4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის

ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანების შესახებ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროდასავლური პარტიების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ. ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას გულისხმობს და არა იმას, რომ ოპოზიციამ კოალიცია შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროდასავლური პარტიების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში კოალიციური მთავრობა შევქმნათ.

„ჩვენ პოზიციას ვინარჩუნებთ. ვთვლით, რომ დასამარცხებელია რუსული რეჟიმი და ამ ქვეყანაში პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. მისი კრიმინალური რეჟიმი უზრუნველყოფს, რომ იქნებ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენი შეთავაზება ისევ იგივეა – ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ასეთი თანამშრომლობები სხვადასხვა მიმართულებით არსებობდა. მაგალითად, ასეთია სასამართლო მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ქოლ-ცენტრების კომისია, 7-8 მარტი და რუსულ კანონთან დაკავშირებული ამბები. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია თვლის, რომ ქვეყანაში პრობლემა „ქართული ოცნებაა“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძლიერი, პროდასავლური ოპოზიცია არსებობდეს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.