4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე, გაძლიერდება ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხი.

„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას, ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას ქსელებს შორის“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.