4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიაზე: ეს ის არ არის, „პაშა ბანკი” რომ დააქცია? ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული, უმუშევარი გაიფიცება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, 15 იანვარს დაანონსებულ გაფიცვაში ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას მონაწილეობას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, სწორედ შურღაიამ დააქცია “პაშა ბანკი”, გამოგდებულია სამი ბანკიდან და ორი ქვეყნის სისტემიდან. შესაბამისად, ნიკოლეიშვილის თქმით, უმუშევარი შურღაია გაიფიცება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.

„ეს ის არ არის, “პაშა ბანკი” რომ დააქცია… ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული (როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ ხოლმე) უმუშევარი გაიფიცება თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? იფიცოს და იყოს.
ნიკოლოზ, პომპონჩიკიანი ან რუსული უშანკა ქუდი მაინც დაიფარე თავზე, გიხდება !” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.