4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათო და ეკრანიდან გაუჩინარდა

გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, – ასე ეხმიანება პრეზიდენტის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, ცოტა დაგვემუქრა და ეკრანიდან გაუჩინარდა.

“გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი. კიდევ რაღაც რაღაცები თქვა, რაც მე თარჯიმნის გარეშე კარგად ვერ გავიგე, თავისებურად ჩაიღიმ-ჩაიცინა ესაო, ისაო, მგონი ცოტა დაგვემუქრა კიდეც….ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, დანარჩენს მოგვიანებით გეტყვითო და ეკრანიდან გაუჩინარდა…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.