4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი: მთავარი არხი, რის მთავარი არხია, თუ კრიმინალების “გაპრავება” არ დაიწყო? ამოვარდა თუ არა არახამიას ქოლცენტრების სკანდალი, აქ არის ” დამოუკიდებელი მედია”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმიანება, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ როგორც კი ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით არახამიას მონაწილეობა გამოიკვეთა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მისი გამართლება დაიწყო.

„მთავარი არხი, რის მთავარი არხია, თუ რადიკალების, ამრევების და კრიმინალების “გაპრავება” არ დაიწყო? ამოვარდა არახამიას სკანდალი, და აგერაა სასწრაფოდ “მედია”. ახლა ისეთ ანგელოზად გამოიყვანენ, სალომე ზურაბიშვილის მერე პრეზიდენტად არ დაგვაწყებინონ არახამიასთვის ხვეწნა. მაგრამ აი, იმას რამ ვუყოთ თუ ქართველების გარდა არახამიათი გერმანელი სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან?!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.