4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან მაჭავარიანი- იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება.

მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

“იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ ნატოსა და ევროკავშირში მიღებაზე, იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ რუსული გაყინული ასობით მილიარდი დოლარის აქტივების გადაცემაზე – უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი ერთსქესიანი წყვილი ოჯახად აღიარა
ამ ყველაფრის ფონზე, ხარკოვში ორჯერ გაიმართა გეი აღლუმი, ხოლო ასევე ამ ყველაფრის ფონზე, ახლა უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ”- წერს მაჭავარიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.