4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან იოსელიანი: ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკოში ვიხილეთ

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკოში ვიხილეთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ცესკოში მომხდარ ინციდენტზე.

მანვე აღნიშნა, ცესკოში მომხდარი ფაქტი მორალურადაც გაუმართლებელია.

„აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია.

ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკოში ვიხილეთ“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.