4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ბეჟაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად”

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად. სამწუხაროდ “ქართული ოცნება” დღეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს  და დღეს ისინი სწორედ რუსულ ნარატივს ახორციელებენ საქართველოში.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებას დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები;

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად, აღნიშნავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიის გამარჯვებას, პროგრესული სამყაროს გამარჯვებას რუსული ბოროტების იმპერიაზე. სამწუხაროდ “ქართული ოცნება” დღეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ბედს საერთაშორისო ასპარეზზე და დღეს ისინი სწორედ რუსულ ნარატივს ახორციელებენ საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს დანარჩენმა კაცობრიობამ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საბოლოოდ პროგრესულ სამყაროსთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს რუსულ იმპერიაზე.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.