„ეს კანონპროექტი არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი. ავტორიტარული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ართმევენ ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების უფლებას და გარდა ამისა, არა 90 ხმა იქნება საჭირო, არამედ უმრავლესობაც შეძლებს თავმჯდომარის დამტკიცებას.
ამ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და თქვა, რომ ეს არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი;
„ეს კანონპროექტი არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს კონსტიტუციის, კანონმდებლობის გვერდის ავლით მათი უპირატესი გარემო მიიღონ კანონმდებლობაში და ამ შემთხვევაში საარჩევნო კომისიაში. თავისთავად, ამ სულისკვეთებით მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ვხედავთ, რომ ავტორიტარული რეჟიმი მიდის ყველა ნაბიჯზე იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ეს კანონპროექტი არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლის ნათელი მაგალითი.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა








