ნინო ზურიაშვილის პოსტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე:

პოსტს წინ უძღოდა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩემპიონებმა განცხადებები გააკეთეს:
ლაშა ბექაური – ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
გენო პეტრიაშვილი – არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ – არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას
ლაშა ტალახაძე – „ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა – ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში








