4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კულტურის მინისტრი ზუგდიდის თეატრის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა, თეატრის განვითარების შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროსთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

საუბარი, ასევე, შეეხო ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს.

ზუგდიდის თეატრის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა

ავტორი:

ბოლო სიახლეები