4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე: FBI მალავს ინფორმაციას „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის ჩინეთში ვიზიტების შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მალავს ინფორმაციას, რომელიც მან მოითხოვა მინესოტის გუბერნატორისა და „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის ჩინეთში ვიზიტების შესახებ და ჰქონდა თუ არა მას ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

კომერმა წერილი მისწერა FBI-ს დირექტორს, კრისტოფერ რეის, რომელშიც გაიმეორა მისი მოთხოვნა ნებისმიერი დოკუმენტისა და კომუნიკაციის შესახებ, რომელსაც FBI ფლობს, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ჩინურ სუბიექტებთან, რომლებთანაც უოლცს შესაძლოა ჰქონოდა ურთიერთობა ჩინეთში 30 ვიზიტის დროს.

„ასეთი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის ვადა ამოიწურა და ბიურომ კომიტეტს პასუხი არ გასცა. FBI-ის დუმილი უპატიებელია“, – აღნიშნა ჯეიმს კომერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.