4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კეროლაინ ლევიტი: ვინც ჩვენი მამაცი სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობას მიიღებს ან საფრთხეს შეუქმნის მათ, უმკაცრესად დაისჯება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიულ პარტიას ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დემოკრატები მხარს უჭერენ რადიკალურ იდეოლოგიებს და ეწინააღმდეგებიან არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.

კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ სწორედ რადიკალი მემარცხენეების რიტორიკის შედეგია სასაზღვრო აღსრულების ოფიცრებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის, შეურაცხყოფისა და შეიარაღებული თავდასხმის ბოლოდროინდელი ფაქტები.

„დემოკრატიული პარტია შეშლილი და სახიფათო გახდა. ნახეთ, რისთვის იბრძვიან – ღია სასწორებისთვის და ტრანსგენდერებისთვის. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ ამერიკელმა ხალხმა არჩევნებზე ღიად დაუჭირა მხარი საღ აზრს. სასაზღვრო პატრულისა და აღსრულების ოფიცრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შრომობენ. რადიკალი მემარცხენე გიჟების მხრიდან მათ წინააღმდეგ ძალადობა კი 700%-ით გაიზარდა. ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ვინც ჩვენი მამაცი სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობას მიიღებს ან საფრთხეს შეუქმნის მათ, უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ლევიტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.