თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისსრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომსაქართველოს მომავალი ევროპულია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველიფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისასგანუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოშიმიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამსულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოსმომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოსხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერსაკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ესყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზასგავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არისდაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო. დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნასიყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდანგადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალაშანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიცგარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? – ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენმზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულადმიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.









