4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კაია კალასი – ევროკავშირი ყოველთვის ნათლად ამბობდა: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ უნდა მიეცეს – დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს

კაია კალასი – ევროკავშირი ყოველთვის ნათლად ამბობდა: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ უნდა მიეცეს – დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს
კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ვესაუბრე. რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკი სახიფათოდ მაღალია. დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს. ევროკავშირი ყოველთვის ნათლად ამბობდა: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ უნდა მიეცეს. მდგრადი გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიით არის შესაძლებელი. ევროკავშირი მხარდაჭერისთვის მზად არის“, – წერს კაია კალასი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით შეშფოთებულია.

„სიტუაციის დეესკალაცია სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შემდგომი ზიანი თავიდან უნდა ავიცილოთ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მას სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, – აღნიშნა დევიდ ლემიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.