4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ აწარმოებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლასთან“ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ ომის მიზნებს არ მივაღწევთ. ისრაელი არ დათანხმდება არცერთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც მას დამოუკიდებლად ტერორიზმის დამარცხებისა და პრევენციის საშუალებას არ მისცემს, არ დაარწმუნებს, რომ ლიბანში ომმა საკუთარ მიზნებს მიაღწია, „ჰეზბოლას“ განიარაღების, მდინარე ლითანის გაღმა მისი უკუგდების და ჩრდილოეთით მცხოვრებლების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ჩათვლით“, – დაწერა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.