4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ქვეყანაში 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, ისრაელთან 12-დღიანი კონფლიქტის შედეგად, ირანში 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შესაბამისი განცხადება მან ბრაზილიაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტზე გააკეთა.

მანამდე ოფიციალურმა თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია 935 დაღუპულისა და 4870 დაშავებულის შესახებ. ისრაელის მხარის მონაცემებით კი ირანის სარაკეტო იერიშებს 20 ადამიანი ემსხვერპლა და 1400-ზე მეტი დაშავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.