4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი ჩიქოვანი- სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“

„ის რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პარტია „ლელომ“ ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისა, საზოგადოებას რეპრესიების ქრონიკა შესთავაზა.

„სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც “გირჩი”, ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? ვინმეს აქვს ილუზია, რომ გიორგი ვაშაძე და ლიაკა ხოშტარია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსოლუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ე.წ. უკუთვლას, პარტიები იყენებენ იმისთვის, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას და თქვან, რომ ჩვენ ამდენი ხნით ადრე გვექნება ეს პროგრამა, საზოგადოებას შევთავაზებთ ამ თემის მოგვარების პირობებს, მაგრამ ლელომ რა ქნა? „ლელომ“ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ეს არის ობიექტური რეალობა“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.