4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე – პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა – იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს.“

„ეს თუ ასეა ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი,“ – აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.