4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძეზე – საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის

საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.

მისი თქმით, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება.

„ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.