4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც აქვს ქვეყანას.

„ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელდება ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.