4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე – არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე

არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის თანახმად, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნების გზაზე საზოგადოების მხარდაჭრა მთავარია.

„არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა. ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ეს გამოწვევები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.