4 ოქტომბერი, კვირა, 2026
4 ოქტომბერი, კვირა, 2026

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

ორი დღის წინ იყო 1-ლი ოქტომბერი, დიდი გამარჯვების დღე. განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა ასეთი ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომ რა არის შემდეგი ნაბიჯები და ამ 14 წლის მანძილზე, რა არის კიდევ ის, რაც არის მისაყვანი ბოლომდე და პასუხია ერთი და ძალიან მკაფიო – ეს მინდა მთელი გუნდის სახელით გითხრათ – რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი გაიწმინდოს აგენტურისგან, რათა ე.წ. ოპოზიციის ადგილი დაიკავონ ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან.

“ქართული პოლიტიკური ველი უნდა გათავისუფლდეს და გაიწმინდოს აგენტურისგან. მათ პოლიტიკურ მომავალზე, აგენტურის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთულია, იმიტომ რომ აგენტურა არ უნდა არსებობდეს. თუ რა პოლიტიკური გზა განვლეს და რა სურვილები ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით ყველაზე მწვავედ 2022 წლიდან ვიხილეთ ჩვენ.

ასე რომ, როდესაც ამ პარტიების პოლიტიკურ მომავალზე ვსაუბრობთ, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს და გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ, ჩვენი მიზანია და ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა – ეს დაკვეთა არსად წასულა – რომ საქართველოში პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი ამ აგენტურისგან, დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია, ათწლეულებია თავიანთი მმართველობის დროს და შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს,” – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები