ირაკლი ზარქუა „ლელოს“ დაპირებაზე- 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ

„ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE”.

ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ დაპირებაზე ისაუბრა. კითხვაზე, პოპულისტობს თუ არა მამუკა ხაზარაძე როდესაც ადამიანებს პენსიების გაზრდას ჰპირდება, ზარქუა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მიხვდნენ რომ ამის მიღწევა არარეალურია.

„უკვე მიხვდნენ, რომ ეს არარეალურია. რა სიგიჟეებს ამბობენ, ვინ გაუტარებს ამას- ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო. დაითვალეს ექსპერტებმა, 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტია. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით. შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ხომ ატყუებ. თაღლითები, როგორც დაამტკიცა სასამართლომ, იგივეს აგრძელებენ. ამას ვინ გაუტარებს, თვითონ ოპოზიციამ ამხილა“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...