4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ივ საკილას გარდაცვალებას ირლანდიის „ჯორჯ ფლოიდის მომენტს“ უწოდებენ – 35 წლის მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა

35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მუხლს საკილას კისერში.

კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა.

პოლიციამ საკილას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო.

15 მაისს საკილას რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაედევნა და დააკავა, მაღაზიიდან ნივთის სავარაუდო ქურდობის გამო.

ადვოკატმა ჯონ ჯერარდ კალენმა, რომელიც მამაკაცის ოჯახს წარმოადგენს, განაცხადა, რომ საკილამ, სავარაუდოდ, მაღაზიიდან სუნამოს ბოთლი მოიპარა.

https://www.cbc.ca/radio/asithappens/yves-sakila-protests-9.7209389

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.