4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თინათინ ბოკუჩავა: ამერიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვება და უსაფუძვლოდ დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში არის რუსული სტილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამერიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვება და უსაფუძვლოდ დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში არის რუსული სტილი.

„დამატებით დეტალებზე ჯერ არ ვარ ინფორმირებული, ერთი რამ შემიძლია გითხრათ – ამერიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვება, საზღვართან გაჩერება, უსაფუძვლოდ დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში არის რუსული სტილი“, – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.